ერაყში, საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

ერაყში, საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 30 კი მძიმედ დაშავდა.

ერაყში, საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

ერაყში, საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ სულეიმანიაში მოხდა. სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა აფეთქების შედეგად გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სამი საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა რამდენიმე სახლი და განადგურდა ხუთი მანქანა.

არსებული ინფორმაცით, გაზის ავზი ერთ-ერთი სახლის სახურავზე იყო დამონტაჟებული.

სულეიმანიის პროვინციის გუბერნატორმა ჰავალ აბუბაქერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

წყარო: newposts.ge