რუსეთი: უკრაინის საკითხზე აშშ-სთან განსახილველი არაფერი გვაქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან უკრაინის შესახებ სასაუბრო არაფერი აქვს. წყარო

რუსეთი: უკრაინის საკითხზე აშშ-სთან განსახილველი არაფერი გვაქვს

„რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ჩვენ მათთან [ამერიკელებთან] განსახილველი არაფერი გვაქვს“, – განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის შეხედულებები სრულიად საპირისპიროა.

„როდესაც ჩვენ ვეხებით უკრაინის თემას, ეს ყველაფერი ორმხრივი სიგნალების გაგზავნით მთავრდება, მაგრამ არ შეიძლება იყოს დიალოგი ან მითუმეტეს, მოლაპარაკებები, რადგან ჩვენი შეხედულებები პოლარულად საპირისპიროა“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.