„სანდრო დამიბრმავეს, მერე დამიყრუეს 4 თვის ასაკში… მეღუპება ბავშვი!” – რას წერს ქალი, რომლის შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია

პატარა სანდროს დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომას სთხოვს.

„სანდრო დამიბრმავეს, მერე დამიყრუეს 4 თვის ასაკში... მეღუპება ბავშვი!" - რას წერს ქალი, რომლის შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია

“სანდრო დამიბრმავეს, მერე დამიყრუეს ოთხი თვის ასაკში, ჩემი სანდრო 11 თვისაა და 7 თვეა ვივრძვით რომ ვიცოცხლოთ, სანდროს აქვს ჰიდროცეფალია, მენინგიტი, გაუკეთდა 5 ოპერაცია თავზე, მაგრამ ისეც ცუდად მყავს ჩემი პატარა, ისევ დამძიმდა. აქვს აუტანელი თავის ტკივილები, არ ჭამს და შეწყვიტა წყლის დალევაც კი, არ მაქვს ფული და მეღუპება ბავშვი, ეს არის მწარე რეალობა… არც გასაყიდი დამრჩა რამე, ვერც უცხოეთში მიმყავს არ ვიცი რა ვქნა უკვე აღარ ვიცი რა ვქნა.

გააზიარეთ და დამეხმარეთ ადამიანებო გავრცელებაში”, – წერს მაკა ზარანდია.