სასტიკი მკვლელობა თბილისში: საშინელება დატრიალდა – ახალგაზრდა ქალი შეყვარებულმა ჩხუბის დროს მოკლა! 

წუხელ თბილისში კიდევ ერთი საშინელი მკვლელობა მოხდა. მოკლულია 40 წლამდე ქალი. სავარაუდო ეჭვმიტანილი, არსებული ინფორმაციით, მსხვერპლს ახალი გაცნობილი ჰყავდა და მის შეყვარებულად ითვლებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დაფიქსირეს.

სასტიკი მკვლელობა თბილისში: საშინელება დატრიალდა - ახალგაზრდა ქალი შეყვარებულმა ჩხუბის დროს მოკლა! 

გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.