ლევან გოგიჩაიშვილი: ნაცმოძრაობა რაც უფრო მალე დაიშლება, მით უფრო მალე მოხდება „ოცნების“ დამარცხება არჩევნების გზით

ნაცმოძრაობა რაც უფრო მალე დაიშლება, მით უფრო მალე მოხდება „ოცნების“ დამარცხება არჩევნების გზით – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა  „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი: ნაცმოძრაობა რაც უფრო მალე დაიშლება, მით უფრო მალე მოხდება „ოცნების“ დამარცხება არჩევნების გზით

„ნაციონალური მოძრაობა“ ცოდვებმა მიიყვანა აქამდე. იმდენი ცოდვა აქვთ, რომ დიდი ხანი გაჰყვებათ ამ პარტიის წარმომადგენლებს. პირდაპირი მნიშვნელობით, მძიმე ცოდვები აქვთ ჩადენილი. რაც უფრო სუსტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო ჯანმრთელი იქნება პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობაზე დგას „ქართული ოცნება“, შესაბამისად, რაც უფრო მალე დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო მალე მოხდება „ქართული ოცნების“ დამარცხება, არჩევნების გზით“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.