Lufthansa მომავალ წელს დამატებით 20 000 ადამიანს დაასაქმებს

Lufthansa მომავალ წელს დამატებით 20 000 ადამიანს დაასაქმებს.

Lufthansa მომავალ წელს დამატებით 20 000 ადამიანს დაასაქმებს

Deutsche Lufthansa AG 21 ნოემრბიდან მომავალი წლის ბოლომდე დამატებით 20 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, გადამყვანს სჭირდება თანამშრომლები 43 სფეროში, პირველ რიგში კი ტექნიკის, IT-სპეციალისტები, იურისტები, პილოტები და ბორტგამცილებლები. ვაკანსიები გაიხსნება ფრანკფურტში, მიუნხენში, ჰამბურგში, ასევე ციურიხში, ვენასა და ბრიუსელში.

შტატების გაზრდის კამპანია როგორც მოსალოდნელია 2023 წლის ბოლომდე გასტანს.

Lufthansa-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის კარსტენ შპორის თქმით, კომპანიის მხრიდან ახალი თანამშრომლების აყვანა დაიწყო პანდემიის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც სექტორმა გამოღვიძება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Lufthansa-ს კაპიტალიზაცია 18,4%-ით გაიზარდა, 8,8 მლრდ ევრომდე.

წყარო: newposts.ge