ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის სასაზღვრო ქალაქს რაკეტებით შეუტიეს – არის მსხვერპლი

თურქული მხარის განცხადებით, სირიაში ეჭვმიტანილმა ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის საზღვარზე რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის სასაზღვრო ქალაქს რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

„ერთ-ერთი რაკეტა გაზიანთეპში, ქალაქ კარკამისის სკოლასთან ჩამოვარდა და 22 წლის მასწავლებელი დაიღუპა“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.

მისივე ინფორმაციით, ასევე დაღუპულია 5 წლის ბავშვი. მინისტრის თქმით, რეგიონში სკოლები დაიხურა.

„თურქეთი თავდასხმებს უპასუხებს ყველაზე ძლიერი გზით“, – დასძინა მან.

„მოღალატეები, რომლებიც აგრძელებენ თავდასხმებს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და თავს ესხმიან სკოლებს, პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.