რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რუსეთი მოუწოდებს ანკარას, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია, – რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა.

რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

თურქეთის არმია სირიასა და ერაყში ახორციელებს ოპერაციას „ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებისა და YPG-ის წინააღმდეგ, რომლებიც ანკარაში ტერორისტებად არიან აღიარებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თურქ კოლეგებს გარკვეული თავშეკავებისკენ, რათა არ იყოს დაშვებული დაძაბულობის ესკალაცია არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთით, არამედ მთელ ტერიტორიაზე“,- აღნიშნა ლავრენტიევმა.

დიპლომატის თქმით, რუსეთმა ბოლო თვეებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქეთს სირიაში ფართომასშტაბიანი შეტევითი სამხედრო ოპერაცია არ ჩაეტარებინა.

„რუსეთის ფედერაციამ ამის გაკეთება შეძლო და ჩვენ ვიმედოვნებთ, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი თურქი პარტნიორები, თავი შეიკავონ სირიის ტერიტორიაზე ძალის გადამეტებული გამოყენებისგან“, – დასძინა სირიაში რუსეთის ელჩმა.