რუსეთის ჯარში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გაწვევა შესაძლებელი ხდება – პრეზიდენტის ბრძანებულება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ორმაგი მოქალაქეობის ან საზღვარგარეთ ბინადრობის მქონე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა ხდება შესაძლებელი.

რუსეთის ჯარში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გაწვევა შესაძლებელი ხდება - პრეზიდენტის ბრძანებულება

პრეზიდენტის ბრძანებულებით, შესაბამისი ცვლილებები სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებაში შევიდა.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, რუსეთის არმიაში სამხედრო სამსახურის გავლა – გაწვევის ან კონტრაქტის საფუძველზე, შეეძლოთ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი მხოლოდ კონტრაქტით იყო შესაძლებელი, რიგითის ან სერჟანტის რანგში.

ბრძანებულების ტექსტი.