ირაკლი ნადირაძე: ვანო მერაბიშვილს არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა, მისი „ფეისბუკ“ პოსტი – „საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს“, რუს ოლიგარქ ივანიშვილს ეხება

ვანო მერაბიშვილს არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა, მისი „ფეისბუკ“ პოსტი – „საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს“, რუს ოლიგარქ ივანიშვილს ეხება – ამის შესახებ
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს ეძღვნებოდა.

ირაკლი ნადირაძე: ვანო მერაბიშვილს არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა, მისი „ფეისბუკ“ პოსტი - „საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს“, რუს ოლიგარქ ივანიშვილს ეხება

“ვანო მერაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. შესაბამისად, მისი პოსტი, რომ საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს, ეს ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დღეს ქვეყანაში დამყარებული აქვს ავტორიტარული რეჟიმი, კლავს სიტყვის თავისუფლებას და ქვეყანას აბრუნებს რუსულ ორბიტაზე. ამიტომ, დიახ, ამ ქვეყანამ, როგორც 2003 წელს ისე უნდა გაიმარჯვოს სიბნელეზე, ბოროტებასა და რუსულ ავტორიტარულ რეჟიმზე. ის როგორც რიგითი მხარდამჭერი და დამფუძნებელი აკეთებს ამ განცხადებას”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა “ფეისბუკზე” შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა:“23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.