რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია, რაც აქსიომაა და იდეა, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული, ახალი ქარიზმატული ლიდერი უნდა გაჩნდეს, არის ზღაპარი

აქსიომაა, ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს და ძალიან გულუბრიყვილო იდეები, რომ უნდა გაჩნდეს ვიღაც თეთრ რაშზე ამხედრებული, ახალი ქარიზმატული ლიდერი, ეს არის ზღაპრები – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

რომან გოცირიძე: ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია, რაც აქსიომაა და იდეა, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული, ახალი ქარიზმატული ლიდერი უნდა გაჩნდეს, არის ზღაპარი

“აქსიომაა, ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს და ძალიან გულუბრიყვილო იდეები, რომ უნდა გაჩნდეს ვიღაც თეთრ რაშზე ამხედრებული, ახალი ქარიზმატული ლიდერი, ეს არის ზღაპრები. პოლიტიკური კლასის ფორმირებას სჭირდება ნახევარი საუკუნე. აგერ, რამდენი წელიწადია, შეიძლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ერთი და იგივე პოლიტიკური სახეებია. რა ჯობია, რომ წამოსულიყო ახალგაზრდობა, ჩავენაცვლებინეთ. ძალიანაც გვინდა თაობათა ცვლაც , იდეების ცვლაც, ახალი რეფორმატორული გარღვევებიც, მაგრამ არ ხდება ეს ასე მალე, რადგან სხვა ინერცია აქვს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება. სხვა სწრაფად ვერ გაჩნდება. სწრაფად იმიტომ ვამბობ, რომ კიდევ 4 წელიწადი თუ დარჩა არჩევნების მერე ეს ხელისუფლება, ჩავთვალოთ რომ ქვეყანა არის დაღუპული”_ აღნიშნა რომან გოცირიძემ.