ჩვენი ქვეყანა – ტექნიკური მზაობის კუთხით საქართველო, მოლდოვა, უკრაინის ტრიოში გამორჩეულია და ლიდერია

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ქვეყანა ტექნიკური მზაობის კუთხით საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ტრიოში გამორჩეულია და ლიდერია.

ჩვენი ქვეყანა - ტექნიკური მზაობის კუთხით საქართველო, მოლდოვა, უკრაინის ტრიოში გამორჩეულია და ლიდერია

– “კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, ზოგადად, ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი განზომილება. ერთი არის ქვეყნის ტექნიკური შეფასება და მზაობა, მეორე – პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი მოტივები არ არის აუცილებელი, ყოველთვის იყოს სამართლიანი, იმიტომაც არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა მოტივს ეფუძნება. რაც შეეხება ტექნიკურ მზაობას, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვფიქრობთ და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ თუკი ვსაუბრობთ ტრიოზე, მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე, თუკი შევხედავთ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს, როგორც საკანონდებლო, ისე ინსტიტუციური და პოლიტიკური კუთხით, ვფიქრობ, რთულია კამათი იმაზე, რომ საქართველო ტრიოში ​გამორჩეული და ლიდერი არ არის. ტექნიკური მზაობის კუთხით საქართველო ტრიოში გამორჩეულია და ლიდერია. ამიტომ ტექნიკური წინაპირობები საქართველოს უკვე დიდი ხანია, დაკმაყოფილებული აქვს კანდიდატის სტატუსისთვის. ახლა მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება, რომ საქართველომ დავარწმუნოთ ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, რომ უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობის პარალელურად, ვგულისხმობ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დაკავებულია იმით, რომ როგორმე დაარწმუნოს ევროკავშირი, არ მოგვცენ სტატუსი. ეს, სულ მცირე, გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საერთოდ დაცლილი არიან ​პატრიოტიზმისგან. არანაირი ფასეულობა მათთვის ქვეყნის სახით არ არის და მათ პოლიტიკური პარტიული ინტერესები უფრო წინ უდგათ, ვიდრე ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები” – განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო: itv.ge