ოკლაჰომას შტატის 12 უნივერსიტეტი თეთრკანიან სტუდენტებს დისკრიმინაციას უწევს – ფედერალური საჩივარი

ოკლაჰომას შტატის 12 უნივერსიტეტი თეთრკანიან სტუდენტებს დისკრიმინაციას უწევს – ფედერალური საჩივარი.

ოკლაჰომას შტატის 12 უნივერსიტეტი თეთრკანიან სტუდენტებს დისკრიმინაციას უწევს - ფედერალური საჩივარი

ოკლაჰომას შტატის 12 უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაიწერა სამოქალაქო უფლებების ფედერალური საჩივარი, მათი STEM-ის პროგრამაში მონაწილეობის გამო, რაც თეთრკანიან, აზიელ და ახლო აღმოსავლეთის სტუდენტებს გამორიცხავს/არ ითვალისწინებს.

არასამთავრობო ჯგუფმა – „Do No Harm/არ ავნო“, ოკლაჰომას შტატის „უმცირესობის მონაწილეობის ალიანსის“ პროგრამაში უნივერსიტეტების მონაწილეობის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა. საჩივრები განათლების დეპარტამენტშია შეტანილი, რომელიც ამჟამად შესწავლის ეტაპზეა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.

აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს „არასაკმარისი წარმომადგენლობითი მოსახლეობის სტუდენტების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც ხარისხს მიიღებენ მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში ინჟინერიაში, მათემატიკასა და სხვა დისციპლინებში“.

საჩივარში აღნიშნული კოლეჯები STEM-ის პროგრამის მიღების გზით რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციაში არიან დადანაშაულებულები. პროგრამა ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფულით ფინანსდება, რომელიც თორმეტივე უნივერსიტეტს თავის საგრანტო ჯილდოზე ასახელებს.

არასამთავრობო ჯგუფ – „Do No Harm/არ ავნო“-ს ხელმძღვანელმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ყოფილმა თავმჯდომარემ The College Fix-ს ელექტრონული წერილის საშუალებით განუცხადა, რომ ეს პროგრამა უკანონოა, რადგან იგი ახლო აღმოსავლეთისა და თეთრკანიან სტუდენტდებს არ ითვალისწინებს.

მან წერილში შემდეგი რამ დაწერა:

„ოკლაჰომას უნივერსიტეტებმა შექმნეს სპეციალური OK-LSAMP პროგრამა, რათა „გაზარდოს უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტთა აყვანის, ჩარიცხვის და შენარჩუნების შემთხვევების რაოდენობა STEM-ის პროგრამაში“. ისინი პროგრამიდან მიზანმიმართულად გამორიცხავენ თეთრკანიან და ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს. აღნიშნული პროგრამა ამაყად არის გამოქვეყნებული უნივერსიტეტის ვებგვერდზე, თუმცა, ის უკანონოა, რადგან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას გულისხმობს“.

წყარო: ptn.ge