33-მილიონიანი ჯარიმა რუსეთის სასამართლომ Google-ს გაუუქმა

რუსეთის სასამართლომ Google-ს 33 მილიონი დოლარის ჯარიმა გაუუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

33-მილიონიანი ჯარიმა რუსეთის სასამართლომ Google-ს გაუუქმა

Google-სთვის ჯარიმის დაკისრება რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ იყო მოთხოვნილი. სამსახური კომპანიას ზოგიერთი რუსული Youtube-არხის დაბლოკვის გამო ედავებოდა.

დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.