“ზელენსკის ებრაელობა უყრაინული რეჟიმის ფაშისტურ არსს სულაც არ გამორიცხავს, გავიხსენოთ მუსოლინი” – გულბაათ რცხილაძე

ერთ თითქოს “საჩოთირო” საკითხს მინდა შევეხო, კერძოდ, ზოგიერთის აზრით, უყრაინაში ფაშისტურ რეჟიმზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან პრეზიდენტი ვ. ზელენსკი და კიდევ არაერთი სხვა წამყვანი პირი ამ ქვეყანაში, ებრაელები არიან.

"ზელენსკის ებრაელობა უყრაინული რეჟიმის ფაშისტურ არსს სულაც არ გამორიცხავს, გავიხსენოთ მუსოლინი" - გულბაათ რცხილაძე

შეგახსენებთ, რომ მუსოლინი გახლდათ ევროპაში ფაშიზმის, ასე ვთქვათ, მამამთავარი. ჰიტლერი ხელისუფლებაში მუსოლინიზე ბევრად უფრო გვიან მოვიდა, გერმანიაში. მუსოლინის ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა ებრაელებთან, ებრაელები ფაშისტურ იტალიაში, მუსოლონის დროს, თავს კარგად გრძნობდნენ. ეს არ აუქმებს მუსოლინის რეჟიმის ფაშისტურ არსს.

“დუჩეს” ჰქონდა აკვიატებული სურვილი, შეემუშავებინა „უნივერსალური ფაშიზმის“ დოქტრინა ევროპულ სივრცეში, თუმცა, მუსოლინის იდეა “მსოფლიო ფაშისტური ინტერნაციონალის” შესახებ ჩავარდა მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამო. ასე რომ, 1934 წლის დეკემბერში იტალიის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სრულიად ევროპულ ფაშისტურ კონგრესზე, შვეიცარიის ქალაქ მონტრეში, არ იმყოფებოდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის (NSDAP) არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც იმ დროს მაღალ ავტორიტეტს ფლობდა ევროპის ნაციონალისტურ წრეებში. ამ კონგრესის ბოიკოტი გერმანელი ნაცისტების მხრიდან, განპირობებული იყო იტალიის ნეგატიური პოზიციით გერმანიის მიერ ავსტრიის შემოერთების გეგმების მიმართ ისევე, როგორც იმის გამო, რომ იტალიის ფაშისტური მთავრობის მეთაურმა ჰიტლერის ებრაული პოლიტიკა  გააკრიტიკა – იტალიაში გერმანიიდან არაერთი ებრაელი გადაბარგდა, გერმანიაში დაწყებული ანტიებრაული კამპანიის შემდგომ.

იტალიელი ფაშისტებიც არ განსხვავდებოდნენ გერმანელი ფაშისტებისგან იმ გაგებით, რომ იტალიელებიც თავს “უმაღლესი რასის” წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ, აწარმოებდნენ აგრესიულ, დაპყრობით საგარეო პოლიტიკას, არც სისასტიკესა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვასა თუ წამებას ერიდებოდნენ, თუმცა ისე შორს არ წასულან ებრაელების დევნაში, როგორც გერმანელები. მიუხედავად ამისა, იტალიაში ფაშისტური რეჟიმი მძვინვარებდა, რომელიც მოგვიანებით დამხობილი და დაგმობილი იქნა.

ზელენსკის რეჟიმი იტალიის და ზოგჯერ გერმანიის ფაშისტურ რეჟიმებზე არანაკლებ სისასტიკეს ავლენს ადამიანების მიმართ. გარდა ბოლო დროს გამოვლენილი სისასტიკისა, როდესაც უყრაინელმა ფაშისტებმა ცინიკურად დახოცეს განიარაღებული რუსი ტყვეები, ზელენსკი და მისი ბანდა მანამდეც არაერთ დანაშაულს სჩადიოდნენ. ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ამა წლის 24 თებერვალს სპეცოპერაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ვიცოდით, თუ როგორ უსწორდებოდნენ უყრაინელი ფაშისტები ყველას, ვისაც რუსეთისა და რუსების მიმართ არასაკმარის სიძულვილში შეამჩნევდნენ. აწამებდნენ,  აპატიმრებდნენ და ხანდახან კლავდნენ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც საეჭვოდ მიიჩნევდნენ.

ასე და ამრიგად, ზელენსკის ებრაელობა უყრაინული რეჟიმის ფაშისტურ არსს სულაც არ გამორიცხავს. უყრაინული ფაშიზმი ისეთივე მიუღებელია, როგორც გერმანული, იტალიური და ნებისმიერი სხვა სახის ფაშიზმი, ისტორიასა თუ აწმყოში.

 

გულბაათ რცხილაძე