ზელენსკის და კლიჩკოს დაპირისპირდება მძაფრდება რუსეთის წერტილოვანი დარტყმების ფონზე!

ამ ინფორმაციას პროუყრაინული და ანტირუსული რესურსები, მათ შორის, გერმანული გამოცემა “Die Welt” ავრცელებენ. უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გააკრიტიკა კიევის საქალაქო ადმინისტრაცია, რომელიც ენერგოობიექტებზე რუსეთის მასობრივი  შეტევების შემდეგ მიყენებული ზიანის გამოსწორებას ვერ ახერხებს.

ზელენსკის და კლიჩკოს დაპირისპირდება მძაფრდება რუსეთის წერტილოვანი დარტყმების ფონზე!

„დღეს ღამით ქალაქში 600.000 აბონენტი გამორთულია“, – თქვა ზელენსკიმ პარასკევს საღამოს ვიდეომიმართვაში. “კიევის უამრავი მოქალაქე 20 ან თუნდაც 30 საათზე მეტი ხნით იყო ელექტროენერგიის გარეშე.”

პრეზიდენტმა-კლოუნმა ქალაქის ბოქსიორი-მერის, ვიტალი კლიჩყოს ვინაობა არ დაასახელა და მხოლოდ მინიშნება გააკეთა. მას განსაკუთრებით აღიზიანებს ის, რომ სამმილიონიან დედაქალაქში არასაკმარისი რაოდენობის გასათბობი ოთახებია მოწყობილი. კლიჩკომ დილით განაცხადა, რომ კიევში უკვე მოეწყო 400 ასეთი გასათბობი პუნქტი. ერთ დღეზე მეტ ხანს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ იქ გათბობა; უნდა იყოს დენი, წყალი, პირველადი დახმარება და ინტერნეტი.

“ბევრი საჩივარია, განსაკუთრებით კიევში”, – თქვა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა-კლოუნმა აღნიშნა, რომ გათბობის ოთახები კიეველებისთვის მარტო სამოქალაქო თავდაცვის შენობებში და მატარებლის სადგურზე არსებობს, მაგრამ აუცილებელია მათი მოწყობა ქალაქის სხვა ადგილებშიც.  “რბილად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ არის სამუშაო“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ კიევის მოსახლეობას მეტი დაცვა სჭირდება.

ქვეყნის მასშტაბით, მოხმარების ექვსი მილიონი წერტილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა, – ასეთი ინფორმაცია გააჟღერა ზელენსკიმ. ოთხშაბათს საღამოს რუსული თავდასხმის შემდეგ თორმეტი მილიონი მოხმარების პუნქტი იყო დენისგან სრულად გათიშული. მან გააფრთხილა ხალხი, რომ ეკონომიურები იყვნენ მაშინაც კი, როცა სინათლეა. “მხოლოდ იმის გამო, რომ არის დენი, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად ჩართოთ რამდენიმე ძლიერი ელექტრო მოწყობილობა.” ყოველ საღამოს არის მოხმარების პიკი, რაც თავის მხრივ იწვევს ელექტროენერგიის ახალ გათიშვას.

ზელენსყიმ და კლიჩყომ შეაჩერეს თავიანთი პოლიტიკური კონკურენცია საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. მაგრამ ფარულად ასეთი დაპირისპირება გრძელდება, როგორც ზელენსკის მოულოდნელმა კრიტიკამ გამოავლინა. კატასტროფის პირს მიყვანილ უყრაინას კიდევ არაერთი უსიამოვნო სიურპრიზი ელის.