The New York Times: ნატოს ქვეყნების ორმა მესამედმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების რესურსი ამოწურა

ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 20-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების რესურსი ამოწურა, თუმცა დანარჩენ 10 ქვეყანას მეტის მიწოდება შეუძლია, – ამის შესახებ The New York Times-ი ნატოს ერთ-ერთ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

The New York Times: ნატოს ქვეყნების ორმა მესამედმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების რესურსი ამოწურა

გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ნატომ უკრაინას უკვე 40 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების იარაღი გადასცა. ეს მონაცემი საფრანგეთის თავდაცვის წლიურ ბიუჯეტს შეესაბამება.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე იარაღსა და საბრძოლო მასალას უპრეცედენტო ტემპით ხარჯავს, დასავლეთი ამისთვის მზად არ იყო.

მისივე თქმით, მიუხედავად რესურსების ნაკლებობისა, ნატოს 10 ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, გერმანიას, იტალიასა და ნიდერლანდებს, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღის მიწოდება კვლავ შეუძლია.