დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას „ბრიმსტოუნ 2-ის“ ტიპის რაკეტები გაუგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას „ბრიმსტოუნ 2-ის“ ტიპის რაკეტები გაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას „ბრიმსტოუნ 2-ის“ ტიპის რაკეტები გაუგზავნა

უწყებამ „ტვიტერის“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ტვირთავენ საჰაერო ძალების კუთვნილ სატრანსპორტო თვითმფრინავში რაკეტებს.

„ბრიმსტოუნის“ პირველი თაობის რაკეტები დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 6 თვის წინ გადასცა. ამჯერად კი უკრაინა მეორე თაობის, თანამედროვე რაკეტებს მიიღებს.