ზუგდიდში მამაკაცმა ბენზინი ჯერ მეზობელს შეასხა, შემდეგ კი თავადაც გადაისხა – გარდაიცვალა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ასევე, კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველების დროს დაზიანებები მიიღო.

ზუგდიდში მამაკაცმა ბენზინი ჯერ მეზობელს შეასხა, შემდეგ კი თავადაც გადაისხა - გარდაიცვალა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის წლების წინ შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.