დიმიტრაუსკას კულებაუსი – ნატო-ს ბოლო მინისტერიალზე სამი სიტყვით მოვედი, იარაღი, იარაღი, იარაღი, დღეს სამი ახალი სიტყვა მაქვს, სწრაფად, სწრაფად და სწრაფად

ბოლოს, როდესაც ნატო-ს მინისტერიალზე მომიწვიეს, სამი სიტყვით მოვედი – იარაღი, იარაღი, იარაღი. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა უკრაინისთვის, რომ აღგვეჭურვა ჩვენი შეიარაღებული ძალები აუცილებელი იარაღით, ხედავთ, როგორც ვიყენებთ მათ. დღეს, უკვე სამი ახალი სიტყვა მაქვს – სწრაფად, სწრაფად და სწრაფად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კულებას თქმით, უკრაინა აფასებს ალიანსის მხარდაჭერას.

დიმიტრაუსკას კულებაუსი - ნატო-ს ბოლო მინისტერიალზე სამი სიტყვით მოვედი, იარაღი, იარაღი, იარაღი, დღეს სამი ახალი სიტყვა მაქვს, სწრაფად, სწრაფად და სწრაფად

„იარაღი გვეხმარება ტერიტორიების გათავისუფლებაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობისგან ხალხის დაცვაში. დღეს, უკვე სამი ახალი სიტყვა მაქვს – სწრაფად, სწრაფად და სწრაფად. ჩვენ ვაფასებთ, რაც გაკეთდა, მაგრამ ომი გრძელდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ომის მოგება ერთად, მთელი ევროატლანტიკური სამყაროს ინტერესის სახელით, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება დასავლურ ქვეყნებში იარაღის წარმოების ახალი ხაზების დაწყებასთან დაკავშირებით სწრაფად უნდა მოხდეს, მიწოდებაც სწრაფად უნდა მოხდეს. სწორედ ამას განვიხილავთ დღეს მინისტრებთან, თუ როგორ დავაჩქაროთ ყველაფერი. ტრანსფორმერები, გენერატორები და სხვა აღჭურვილობა ძალიან საჭიროა, ამ თვალსაზრისით ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი, რომელსაც ნატო ახორციელებს გენერალური მდივნის კოორდინაციით, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის არასამხედრო დახმარების კუთხით, რათა დაგვეხმარონ ამ ზამთრის გადატანაში“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა.

„ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა – ჰოუკები, პეტრიოტები და ტრანსფორმერები. როდესაც გვექნება ტრანსფორმერები და გენერატორები, შევძლებთ, აღვადგინოთ ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზები და შევუქმნათ ხალხს ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რის განადგურებასაც პრეზიდენტი პუტინი ცდილობს. როდესაც გვექნება საჰაერო თავდაცვითი სისტემები, ჩვენ შეგვეძლება, დავიცვათ ეს ინფრასტრუქტურა მორიგი რუსული სარაკეტო თავდასხმისგან, რომელიც ნამდვილად იქნება. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კულებამ.