ელენე ხოშტერია: დღეს ვცხოვრობთ იმ პირობებში, სადაც რუსმა ოლიგარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიტაცა

დღეს ვცხოვრობთ იმ პირობებში, სადაც რუსმა ოლიგარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიტაცა – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტერიამ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

ელენე ხოშტერია: დღეს ვცხოვრობთ იმ პირობებში, სადაც რუსმა ოლიგარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიიტაცა

“ჩვენ ვცხოვრობთ იმ პირობებში, სადაც რუსმა ოლიგარქმა მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მიდის შეტევა მედიაზე, მიდის მედიის მოხრჩობა ჩვეული მეთოდებით, როგორიც მსგავს ავტოკრატიებშია. ნიკა გვარამია ციხეშია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მას შემდეგ, რაც ევროპამ ჩვენ პრაქტიკულად გამჭვირვალე და ღია გზამკვლევი მოგვცა, თუ თქვენი არჩევანი არის ევროპა, ეს საბაზისო კრიტერიუმები უნდა შეასრულოთ. მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დასკვნა, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვისაც შეიძლება ილუზია, წარმოდგენა ჰქონდათ, რომ როგორ უნდა თქვას ამაზე უარი, მით უმეტეს ხალხის ნების წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მივდივართ უკან”- აღნიშნა ელენე ხოშტერიამ.