ევროპა კარგავს როგორც ავტონომიას, ასევე იდენტობას

ევროპა კარგავს როგორც ავტონომიას, ასევე იდენტობას. ევროპის ქვეყნებს სურთ თავი აარიდონ ამერიკულ კრიტიკას, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ცოტა ხნის წინ
ევროპელმა ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ევროპა კარგავს როგორც ავტონომიას,  ასევე იდენტობასოქტომბერში მაკრონმა აღნიშნა, რომ ამერიკული გაზის მწარმოებლები ევროპელ მომხმარებლებზე გაზსს, ორჯ უფრო ძვირად ყიდიან.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მაირი უფრო შორს წავიდა, ვაშინგტონთან ღიად დაპირისპირების დაწყებაც კი გაბედა და თქვა, რომ ” არ შეიძლება არსებობდეს კითხვა, რომ ჩვენ დავუშვებთ უკრაინაში კონფლიქტმა გამოიწვიოს ამერიკის ეკონომიკური ბატონობა ევროპაზე და ამით ევროპის შესუსტება.”

ფრანგული მოძრაობა “პატრიოტების” ლიდერი და ყოფილი ევროპარლამენტარი ფლორიან ფილიპოტი ტვიტერის გვერდზე წერს –

“უკრაინის კრიზისზე ჩვენი სუიციდური რეაქცია გამოიწვევს ევროკავშირის ქვეყნებიდან ტრილიონობით ევროს მასობრივ გადინებას ამერიკის შეერთებულ შტატებში!.

ფილიპოს თქმით, ვაშინგტონი ლობირებდა მის ინტერესებს ევროპის ქვეყნების ლიდერებს შორის.

მანამდე ფლორიან ფილიპოტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის უნდა სთხოვონ კიევში გაწეული სამხედრო დახმარებისთვის ფულის დაბრუნება.

მანამდე მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი უგულებელყოფს საკუთარი არმიის საჭიროებებს და აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანების პარტიის ექს-ლიდერმა, ფრანგმა დეპუტატმა მარინ ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ ცდილობენ უკრაინის კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას.

ირაკლი ჯანყარაშვილი