კლაუს იოჰანისი – დარწმუნებული ვართ, ფინეთი და შვედეთი მალე გახდებიან ნატო-ს წევრები, ასევე მიგვაჩნია, ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს უკრაინისა და საქართველოსთვის, როგორც ეს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა

რუმინეთი ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერად რჩება, დარწმუნებული ვართ, ფინეთი და შვედეთი მალე გახდებიან ნატო-ს წევრები, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

კლაუს იოჰანისი - დარწმუნებული ვართ, ფინეთი და შვედეთი მალე გახდებიან ნატო-ს წევრები, ასევე მიგვაჩნია, ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს უკრაინისა და საქართველოსთვის, როგორც ეს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა

მისივე თქმით, რუმინეთს მიაჩნია, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს უკრაინისა და საქართველოსთვის, როგორც ეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, ფინეთი და შვედეთი მალე გახდებიან ნატო-ს წევრები. ასევე მიგვაჩნია, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს მომავალშიც ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, როგორც ეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, სწორედ ამ შენობაში“, – აღნიშნა კლაუს იოჰანისმა.