ლევან ბეჟაშვილი: ჩვენს ლოიალობას ხელისუფლება ბოროტად იყენებს

ვერ ვიქნებით ჩუმი თანამონაწილეები წინასწარ გამოცხადებული დანაშაულებრივი ქრონიკის. ჩვენს ლოიალობას ხელისუფლება ბოროტად იყენებს და საერთოდ არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილი: ჩვენს ლოიალობას ხელისუფლება ბოროტად იყენებს

“ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი დაპირისპირებული მხარეები არ არსებობს. არის განსხვავებული ხედვები, არის სურვილი, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდეს. მოხდეს ახალი ლეგიტიმაცია, შესაბამისად მიეცეს პარტიას იმის საშუალება, რომ ახალ გამოწვევებს, ახალი ლეგიტიმაციით უპასუხოს. რაც შეეხება იმ ინიციატივას, რომელიც დაკავშირებულია 3 დეკემბერს 15:00 საათზე შევიკრიბოთ ნაცმოძრაობის წევრები, მხარდამჭერები დ არა მარტო პარტიის წევრები, იმიტომ რომ ეს საკითხი, რისთვისაც უნდა შევიკრიბოთ, არ არის პარტიული საკითხი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის სოლიდარობის აქცია. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება პრაქტიკულად, ბოლო თვეების განმავლობაში,  ყურად არ იღებს იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რომელზედაც ყველა ექიმი, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტები საუბრობს. ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმი თანამონაწილეები აი ამ წინასწარ გამოცხადებული დანაშაულებრივი ქრონიკის. ჩვენს ლოიალობას ხელისუფლება ბოროტად იყენებს და საერთოდ არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ”_ აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.