მარია ზახაროვა რომის პაპის განცხადებაზე – ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინებაა, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნა.

მარია ზახაროვა რომის პაპის განცხადებაზე - ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება

„ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის. გაიხსენეთ, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხები“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვებს, რომელმაც ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ჯარების ყველაზე სასტიკი ნაწილი ჩეჩნები და ბურიატები არიან.