სერგეი ნარიშკინი – ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების ანექსიისთვის

სერგეი ნარიშკინი – ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების ანექსიისთვის.

სერგეი ნარიშკინი - ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების ანექსიისთვის

ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების ანექსიისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში. მისი თქმით, პოლონეთის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ვარშავამ დაიმსახურა კომპენსაცია არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, არამედ მის ტერიტორიაზე ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილის თავშესაფრისთვისაც – იუწყება „რია ნოვოსტი“.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვარშავა იწყებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების ანექსიისთვის: ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის ტერიტორიების და უკრაინის ტერნოპოლის რეგიონების უმეტესი ნაწილისთვის – განაცხადა ნარიშკინმა.

საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ასევე გაიხსენა, როგორ „ჩაყლაპა“ პოლონეთმა უკრაინული ჭურვის მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის ფაქტი, რის შედეგადაც ორი პოლონელი დაიღუპა.

წყარო: ptn.ge