ესპანეთმა უყრაინას პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცა

ესპანეთმა უყრაინას პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცა. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსი რეზნიკოვმა ესპანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ესპანეთმა უყრაინას პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცა

„მივიღე ოდესაში ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი. პატივი მივაგეთ უკრაინისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და მოვინახულეთ ჩვენი მებრძოლები საავადმყოფოში. ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინას: ჰუმანიტარული დახმარება და დახმარება უსაფრთხოების სფეროში გაგრძელდება.

მეტი ჩვენი მებრძოლი გაივლის წვრთნას ესპანეთში.

ესპანეთმა უკვე გადმოგვცა ჩვენი პირველი Hawk”, – განაცხადა რეზნიკოვმა.