გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას.

მისი თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რატომაც პარტიაში არჩევნები ჭიანურდება.

გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას

„არ არის პოზიტიური ის, რომ საქართველოში არსებობს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტია და ორიენტირებულია იმაზე, როგორ დააზიანოს თავისი ქვეყანა. ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, საგარეო პოლიტიკა იქნება, საშინაო ეკონომიკა თუ სოციალური საკითხები. არ არსებობს ასეთი ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ ჭიანურდება არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემბერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.