თენგიზ ცერცვაძე: პანიკას თესავენ, თითქოს ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება – ეს ვირუსები ყოველთვის იყო, წელს პიკს დეკემბერში ველოდებით

კლინიკები გადატვირთულია, სეზონური ვირუსული ინფექციები ფართოდ გავრცელებულია, თუმცა ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, მაგრამ არ არის სწორი ის ინტერპრეტაცია რომელსაც აკეთებენ, რომ კატასტროფა ხდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე: პანიკას თესავენ, თითქოს ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება - ეს ვირუსები ყოველთვის იყო, წელს პიკს დეკემბერში ველოდებით

„პანიკას თესავენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება და შიშის ატმოსფეროს ქმნიან. ეს ვირუსები ყოველთვის იყოს, მე სპეციალურად ვადევნებ თვალ-ყურს დინამიკას და დღევანდელი რაოდენობა ამ ვირუსების არის ბოლო ათწლეულის საშუალო ციფრებზე, ასე იყო ყოველთვის წინა წლებში. წელს პიკს დეკემბერში ველოდებით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.