ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი ფსიქიკურად იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ილუზია აქვს, ჰგონია სასამართლო სასჯელს გადაუვადებს

სააკაშვილი ფსიქიკურად იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ილუზია აქვს, ჰგონია სასამართლო სასჯელს გადაუვადებს, ან უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს – ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი ფსიქიკურად იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ილუზია აქვს, ჰგონია სასამართლო სასჯელს გადაუვადებს

“ადამიანურად ძალიან მეცოდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც არის ციხეში, რომელიც არის დეპრესიაში. სხვათა შორის, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აღარ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს კაცი სიმულანტობს, რომ აქ არის თავის დაძვრენის მცდელობა საპატიმრო ადგილიდან. ისინიც ამბობენ, რომ ციხეს ვერ ეგუება და ამასთან დაკავშირებით დეპრესია აქვსო და დეპრესია ისეთი რამ არის, დეპრესიით  ინსულტი, კომაში ჩავარდნა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავად ხელისუფლებაც აღიარებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ფსიქოლოგიურად, მენტალურად არის მძიმე. მათ შორის ევროკავშირის ყოფილი ელჩი თავის ანგარიშებში წერდა, რომ მენტალურად სააკაშვილის მდგომარეობა არის საყურადღებო. მე არ მოვუსმენდი მისი თანაპარტიელების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, იმიტომ რომ ისინი ბუნებრივია სუბიექტურები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი, რას ითხოვს იმის საფასურად, რომ გაათავისუფლონ ციხიდან, მან თქვა რომ ქართულ პოლიტიკაში არ ჩავერევი და პარტიის ერთ ნაწილს, რომელიც სოლიდარობის აქციას აპირებს, განცხადებაც კი გაუგზავნა, არ გაბედოთ და პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთო, იმიტომ, რომ იმდენად არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რომ მას ილუზია აქვს, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდება რამდენიმე დღეში და ამ პროცესზე შეიძლება მისი სასჯელის გადავადების, ან უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების გადაწყვეტილება მიიღონ. როგორ შეიძლება ამის დაჯერება. სასამართლოს რასაც ივანიშვილი ეტყვის, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში ზვიად ძიძიგურმა.