რუსული არმიის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის საკმაოდ სერიოზული ძალები იბრძვიან, საფრთხეებს ნუ დავაკნინებთ – დენის პუშილინი

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დენის პუშილინმა საინფორმაციო სააგენტო TASS-სთან ინტერვიუში  რეგიონში არსებულ ვითარებასა და ტყვეების გაცვლის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია, რადგან რთული ვითარებაა.

რუსული არმიის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის საკმაოდ სერიოზული ძალები იბრძვიან, საფრთხეებს ნუ დავაკნინებთ - დენის პუშილინი

„ჩვენ ნელა, მაგრამ აუცილებლად წინ მივიწევთ. ეს ეხება ფრონტის თითქმის მთელ ხაზს. მტერი აგრძელებს კონტრშეტევის მცდელობებს, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები მათ აკავებენ. მტერი წინააღმდეგობას გვიწევს, მას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული პოზიციები გამაგრებული“, – აცხადებს პუშილინი.

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად რთულია უკრაინასთან ტყვეების გაცვლის პროცესი, პუშილინი ამბობს რომ რუსულ მხარეს არ უნდა დათმობაზე წასვლა.

„ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკების პროცესი ყოველთვის რთულია. ჩვენ არ გვინდა ვინმეს დათმობა, ისევე როგორც მოწინააღმდეგე მხარეს. ამიტომ, ნებისმიერ კონფლიქტში ხალხის სახლში დაბრუნების სურვილი ყოველთვის დიდი სტიმულია.

ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყვანოთ აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად იმისა, ქვეყნის რომელი რეგიონიდან არის, რა ეროვნებისაა და რა ენაზე საუბრობს. მტერი კი, პირიქით არის, ხშირად ზრუნავს მხოლოდ საჯარო პირების გაცვლაზე, ისეთი როგორიც არიან „აზოველები“. ეს აფერხებს პროცესს მთლიანობაში. ვცდილობთ ყველა დავიხსნათ უკრაინის „ტყვეობიდან“, – აცხადებს პუშილინი.

ამასთან, კითხვაზე როდის იქნება სრულად შესაძლებელი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სრულად „გათავისუფლება“, პუშილინმა თქვა, რომ პროგნოზის გაკეთებას არ ჩქარობს, რადგან მისივე განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში რთული ვითარებაა.

„რუსული არმიის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის საკმაოდ სერიოზული ძალები იბრძვიან, არ უნდა დავაკნინოთ არსებული საფრთხეები. შეერთებული შტატები კონფლიქტის გახანგრძლივებით სარგებლობს.“ – განაცხადა პუშილინმა.