ეფექტური დარტყმები უყრაინის ინფრასტრუქტურაზე გრძელდება – კიევსა და ხარკოვში მეტრო გაითიშა

16 დეკემბერს უყრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში დაზიანებულ იქნა ენერგეტიკის ობიექტები – განაცხადა ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა გალუშჩენკომ.

ეფექტური დარტყმები უყრაინის ინფრასტრუქტურაზე გრძელდება - კიევსა და ხარკოვში მეტრო გაითიშა

— კიევის ყველა რაიონში წყლით მომარაგებაში შეფერხებებია – განაცხადა კიევის მერმა კლიჩკომ;

— ნიკოლაევში დაიწყო ელექტროენერგიის ავარიული გათიშები – იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება;

— კიევში (ფოტოზე) და ხარკოვში გაჩერდა მეტროპოლიტენის მოძრაობა;

— ზაპოროჟიეს 12 რაკეტა მოხვდა – ამ ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს;

— კრემენჩუგში, პოლტავის ოლქი, ელექტროენერგიის გამორთვის გამო გაითიშა გათბობაც – წერს ქალაქის მერი;

— გავრცელდა ცნობები დნეპროპეტროვსკში (უყრაინულად – “დნიპრო”) აფეთქებების შესახებ. მიწისქვეშა და ყველა სახის ელექტროტრანსპორტი გაჩერდა;

— ხარკოვის, კიროვოგრადის, დონეცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქების მთელი რიგი სარკინიგზო მონაკვეთები დენის გარეშე დარჩა.

 

როგორც ვხედავთ, უყრაინას სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება რუსეთთან ჭიდილი, რომელიც უყრაინის ნატოში შეთრევის მცდელობების გამო დაიწყო.