ვლადიმერ ზელენსკი – რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება

ომის ათი თვის განმავლობაში, უყრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვლადიმერ ზელენსკი -  რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება

ზელენსკის თქმით, უყრაინა დაეხმარა დასავლეთს, დაბრუნებულიყო გლობალურ ასპარეზზე და ეგრძნო, რამდენად დომინირებს დასავლეთი.

უყრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ პირველად გადახედა ნეიტრალიტეტის კონცეფციას და უკრაინასთან ერთად, აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია.

„ჩვენ დავეხმარეთ ევროკავშირს რეალური სუბიექტურობის შეძენაში. დავეხმარეთ ევროპას, ეგრძნო არა რამდენიმე ჩემპიონატი სხვადასხვა დონის გუნდებით, არამედ ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის. სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია და არც არასოდეს შეეშინდება. ახლა ევროპა თავს იცავს. ევროპა ძლევს კრიზისებს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩვენი კონტინენტის გასატეხად უზარმაზარი რესურსი ჩადო. ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოუვიდა. ყოველი რუსული ნაბიჯი შეცდომად იქცა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უყრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მას საკუთარი ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დაეხმარება.