მორიგი შეტევა მართლმადიდებლობაზე ყოფილ უკრაინაში (ლუგანსკის ოლქში)- ხალხს პუტინით აშინებენ და მოუწოდებენ, საშობაოდ ტაძრებში არ წავიდნენ!

კიევის რეჟიმის წარმომადგენელი ყოფ. ლუგანსკის ოლქში, რომელიც რუსეთს შეუერთდა, სერგეი გაიდაი (სერჰი ჰაიდაი) ხალხს აშინებს და მართლმადიდებლურ შობაზე ტაძრებში მისვლას არ ურჩევს: 

მორიგი შეტევა მართლმადიდებლობაზე ყოფილ უკრაინაში (ლუგანსკის ოლქში)- ხალხს პუტინით აშინებენ და მოუწოდებენ, საშობაოდ ტაძრებში არ წავიდნენ!

 

“მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს : მკვლელი პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია”, – ამის შესახებ სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს.

გთხოვთ, ეკლესიებში, მართლმადიდებლურ საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსებმა, შესაძლოა, ტერაქტები დაგეგმონ! ზოგადად, ამ დღეებში, თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისგან ! თავს გაუფრთხილდით! ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების!“, – პათეტიკურად ასრულებს წერას ჰაიდაი-გაიდაი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის – კირილის მიერ ინიცირებულმა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაწესებულმა საშობაო ცეცხლის შეწყვეტამ გააღიზიანა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.