როგორი იყო სტალინის დამოკიდებულება მღვდლობისადმი – ერთი მცირე, მაგრამ მრავლისმეტყველი მაგალითი!

ერთი ეპიზოდი მიტროპოლიტ პიტირიმ ნეჩაევის (1926-2003) მოგონებებიდან:

სტალინის სასემინარო წარსულმა და მისმა თავისებურმა დამოკიდებულებამ ეკლესიისადმი შვა მთელი რიგი მოთხრობებისა, რომლებიც ლეგენდებივით ვრცელდებოდა. ერთი ასეთი ეპიზოდი მარშალ ვასილევსკის (ალექსანდრ მიხაილის ძე ვასილევსკი) სახელს უკავშირდება.

“ერთხელ, სამხედრო საბჭოს სხდომაზე, სტალინმა ვასილევსკის ჰკითხა:

“ამხანაგო მარშალო, ამბობენ, რომ მამათქვენი მღვდელია, მართალია?”

“დიახ, ამხანაგო სტალინ, მაგრამ მე მასთან არანაირი ურთიერთობა არ გამაჩნია!” – იყო სარდლის პასუხი.

“ეს ცუდია. შვილმა თავის მამაზე უნდა იზრუნოს” – დაასკვნა სტალინმა.

დამსწრეთ შვებით ამოისუნთქეს და ამ მომენტიდან ვასილევსკი რეგულარულად უგზავნიდა თავის მამას დახმარებას, პროდუქტების სახით. ეს იყო ომის დროს”.

ეს ისტორია, ცოტა შელამაზებული, მაგრამ თავისი არსით მართალი (ეპისკოპოს პიტირიმის მონათხობის მიხედვით), გადმოცემულია მოკლე ვიდეოზე:

როგორი იყო სტალინის დამოკიდებულება მღვდლობისადმი - ერთი მცირე, მაგრამ მრავლისმეტყველი მაგალითი!