აშშ-ში რუსეთის ელჩი: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ – რუსეთის დამარცხება შეუძლებელია

რუსეთის არმია გაანადგურებს ნებისმიერ იარაღს, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ჯარებს უგზავნიან, – ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

აშშ-ში რუსეთის ელჩი: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ - რუსეთის დამარცხება შეუძლებელია

„ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ასე იყო დიდი სამამულო ომის დროს, ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, „უკრაინის იარაღით გავსება, იქნება ეს აშშ-ის თუ ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდას გამოიწვევს და დამატებით სირთულეებს შექმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში“.

„იფიქრეთ ვლადიმერ პუტინის თეზისებზე. რუსეთის ფედერაციის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – აღნიშნა ანტონოვმა.