რუსები რუსებად რჩებიან: აშშ-ში გმირად დასახელდა რუსი ჰოკეისტი, რომელმაც უარი განაცხადა ლგბტ-აქციაში მონაწილეობაზე

Fox News მიმომხილველი ტაკერ კარლსონი აღფრთოვანდა რუსი ჰოკეისტის პროვოროვის გამბედაობით. დასავლეთში, დღესდღეობით, მართლა სერიოზული გამბედაობა სჭირდება იმას, რომ ლგბტ-ჭაობში ჩათრევაზე უარი განაცხადო, მით უმეტეს, თუკი ცნობილი ადამიანი ხარ. ზეწოლის მექანიზმები მით უფრო მძლავრია, რაც უფრო ცნობადია ადამიანი.

რუსები რუსებად რჩებიან: აშშ-ში გმირად დასახელდა რუსი ჰოკეისტი, რომელმაც უარი განაცხადა ლგბტ-აქციაში მონაწილეობაზე

მოსკოვი, 19 იანვარი – რია ნოვოსტი. Fox News  ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა გმირად დაასახელა “ფილადელფია ფლაიერსის” რუსი მცველი ივან პროვოროვი, რომელმაც უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო სექს-უმცირესობის მხარდასაჭერ აქციაში. შემთხვევა ნაციონალური ჰოკეის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის დაწყებამდე მოხდა.

სამშაბათს სპორტსმენმა “ანაჰაიმთან” დაპირისპირების წინ ყინულზე გამოტოვა მოთელვა, თუმცა მონაწილეობა მიიღო მატჩში და დაეხმარა “მფრინავებს” გამარჯვების მოპოვებაში (5:2). “ფილადელფიას” მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ტორტორელამ განაცხადა, პროვოროვი არ გამოვიდა მოთელვაზე, არ შეიმოსა სპეციალური უნიფორმით ლგბტ-თემის მხარდასაჭერად. თავად ჰოკეისტმა აღნიშნა, რომ ამ უარით მას შეურაცხყოფა უმცირესობის მისამართით არ უგულისხმია. განმარტა, რომ ქმედება რელიგიური მოსაზრების საფუძველზე ჩაიდინა.

“გმირია, რაღა უნდა ითქვას. სამწუხაროა, რომ ამისთვის საჭირო გახდა უცხოელის ქმედება. ჰოკეის ბევრი ამერიკელი თამაშობს, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ, რომ მათთგან უმრავლესობა  კრინტს არ ძრავს ამის შესახებ. სად დაიკარგა მათი პატივმოყვარეობა?” – გამოაცხადა ცნობილმა ამერიკელმა სატელევიზიო წამყვანმა.

“ანაჰაიმთან” მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ტორტორელამ დასძინა, რომ პატივს სცემს პროვოროვის გადაწყვეტილებას და მის ადგილს სათადარიგოთა სკამზე ვერ ხედავს. თავად ჰოკეისტმა ინცინდენტის შემდეგ საკუთარ Instagram-ზე კომენტირების შესაძლებლობა გამორთო თავის წინააღმდეგ დაწყებულ ბულინგის მიზეზით.

 

“ნიუსფრონტ-საქართველოს” რედაქციისგან: ბევრ ქართველ სპორტის გულშემატკივარს, ალბათ, გურამ კაშია გაახსენდება – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ლგბტ-სიმბოლიკა მკლავზე მოირგო და ლამის თავზეც დაიხურა, ისეთი ენთუზიაზმით გაიზიარა ჰოლანდიური კლუბის და ამ ქვეყნის ზედმეტი სექსუალური თავაშვებულობით განთქმული საზოგადოების კაპრიზი. მართალია, წნეხი ევროპაში პედე-ტრანს-თემატიკაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკაში, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუკი გული გულობს და ქართველი ქართველობს. როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელმა რუსმა თავისი რწმენით დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება და გურამ კაშიას რომ ოდნავ მეტი რწმენა ჰქონდეს, ისიც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ახლა გამოდით, ვაი-ქართველო, ვაი-სპორტ-ჟურნალისტებო და რუსები ლანძღეთ, რამდენიც გენებოთ! მათი კაცობის დონეზე ვერც ერთი თქვენგანი ვერ მივა, თქვენ კვლავინდებურად განაგრძობთ ლგბტ-სიმბოლიკაზე თვალების მორცხვად დახრას მსოფლიო ჩემპიონატების დროს, როგორც ბოლო ჩემპიონატზე იყო, როდესაც ევროპის რამდენიმე გუნდმა ლამის “ჩაიხადა” და კიდევ კარგი, რომ მალევე გავარდნენ ტურნირიდან, თორემ თქვენც “ჩაიხდიდით”!