ფინანსთა მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს მთავრობა იყო, არის და იქნება ამერიკის მონა!

საქართველომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის 1,000-ზე მეტი შესაძლო შემთხვევა აღკვეთა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ხუციშვილის განმარტებით, ეს შემთხვევები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს, მათ შორის ტრანზიტს, იმპორტს, ექსპორტს თუ რეექსპორტს. ამასთან ფინანსთა მინისტრი უარყოფს იმ ცნობებს თითქოს, საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. მისი თქმით, პირიქით, იმ ტიპის კონტროლი, როგორიც საქართველოშია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც შეიძლება “ვერ ხორციელდებოდეს”.

ფინანსთა მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს მთავრობა იყო, არის და იქნება ამერიკის მონა!
“საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშოროსო სანქციების აღსრულების. ყველა ინსტრუმენტი, რაც საჭიროა რომ ქვეყანას გააჩნდეს, როგორც საბაჟო და ვაჭრობის, ასევე ფინანსური მიმართულებით და საბანკო სექტორთან მიმართებაში.. მუდმივ კოორდინაციაში ვართ იმ სააგენტოებთან და ორგანოებთან რომლებიც ახორციელებენ კონტროლს, როგორც EU-ში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, რომელთაც უშუალოდ აქვთ სანქციები დაწესებული.

როდესაც საუბარია საბაჟო კონტროლზე, ეს ეხება ყველანაირ ოპერაციას, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს. ასევე სხვადასხვა კომბინაციას მათ შორის, მაგალითად იმპორტის შემთხვევაში, შემდგომ ექსპორტს და ასე შემდეგ. ყველა ასეთი ოპერაცია არის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ასევე მთავრობამ დაამტკიცა სია, როგორც საქონლის, ასევე კონკრეტულ პირებთან მიმართებით. შემიძლია გაგიზაიაროთ სტატისტიკა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული იმის გამო, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი. ეს საქონელი არაა არც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონელი, მსგავს ოპერაციას სჭირდება სახელმწიფო ნებართვა და ბუნებრივია, ასეთ ნებართვას არ გავცემთ. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია და ამ მიმართულებითაც მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შემოსავლების სამსახური პროაქტიულადაც ემუშავება ბიზნეს ოპერატორებს და ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა არის სანქცირებული და რა არ არის სანქცირებული. სანქციების სია და ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და არც ისე მარტივი არაა მისი აღსრულება. არსებობს ასევე სხვადასხვა ვადები კონკრეტულ საქონელთან მიმართებით. ამ ყველაფრის აღსრულების ცოდნა და გამოცდილება აქვს ერთადერთ ორგანოს – შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი, სანქციების აღსრულებაში. სპეციალური პროგრამა არსებობს აშშ-ში, რომლის შემდგომაც პირები აბარებენ შესაბამის გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციებთან მიმართებაში. საქართველოს საბაჟო სამსახურში ჰყავს ორი ასეთი ექსპერტი, მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებით არის თუ არა სანქცირებული.

მე შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით, როგორც ხორციელდება საქართველოში. ამ მხრივ ვერავითარი კითხვა ვერ იქნება გაჩენილი, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება არ ხდება ჯეროვნად.

1000-ზე მეტი ოპერაციაა, საუბარია ექსპორტზე, რეექსპორტზე, ტრანზიტზე. ფაქტები იყო სხვადასხვანაირი, მაგალითად ევროკავშირიდან შემოტანილი. ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ოპერაციებიც იქნა შეჩერებული, ფართოა. საუბარია როგორც ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე, რომელიც შემდეგ რუსეთში გადიოდა, ასევე ტრანზიტულ საქონელზე. წარმოშობით ევროკავშირის და აშშ-ის საქონლის კონტროლი ხორციელდება და ამ მხრივ არაერთი რისკის პროფილია შექმნილი საბაჟო სამსახურში. ასევე ცალკე პროფილია უშუალოდ იმ პირებზე (კომპანიებზე; ფიზიკურ პორებზე), რომლებიც შესული არიან სანქცირებულთა სიაში,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, CNN-ის წამყვანმა, ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაში განაცხადა, რომ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქცია ხვდება.

“მსურს, სანქციებზე გკითხოთ – თქვენ ახსენეთ, რომ სანქციები დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვესმის და დარწმუნებული ვარ, თქვენც გსმენიათ იმის შესახებ, რომ სანქციების მიუხედავად, სანქცირებული საქონელი რუსეთში აღწევს. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი?”, – ჰკითხა CNN-ის წამყვანმა ქრისტიან ამანპურმა ფონ დერ ლაიენს.

მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მსგავს ცნობებთან მიმართებით მთავრობას დეტალური განმარტებისკენ მოუწოდა. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ამ საკითხზე განცხადება მხოლოდ დღეს გააკეთა.

 

ბმ.გე