გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვერ ვშობთ ისეთ ადამიანს, რომელიც არ არსებობს

 ჩვენი მიზანი ის კი  არ არის, რომ ახალი სახეები დაინახოთ ჩვენს რიგებში – ჩვენ ვერ ვშობთ ისეთ ადამიანს, რომელიც არ არსებობს – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

გიორგი ვაშაძე:  ჩვენ ვერ ვშობთ ისეთ ადამიანს, რომელიც არ არსებობს

“24 თებერვალი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიკრიბოთ პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ თავს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ მეტნი, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ირჩევს ძლიერი საქართველოს იდეას ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, პატივს ვცემთ გმირებს, რომლებიც იბრძვიან დღეს უკრაინის ფრონტზე.

24 თებერვალს უნდა ვიყოთ ბევრნი, ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეიძლება მეტი პატრიოტი გავერთიანდეთ. ჩვენ ვერ ვშობთ ისეთ ადამიანს, რომელიც არ არსებობს, ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ახალი ვინმე დაინახოთ ჩვენს რიგებში. ჩვენი მიზანია კონსოლიდაცია მოვახდინოთ გაფანტული ძალების. დიახ, ერთად დგომაა ამოცანა. ახალი რა უნდა აღმოვაჩინოთ, ვიცნობთ ყველა ერთმანეთს, პატარაა ეს ქვეყანა. რას ელოდებით? – წმინდა გიორგის ხომ არ ელოდებით ცხენზე ალაშქრებულს, უცებ შემოვარდება და განგმირავს ბოროტების გველეშაპს, რომელიც დაპატრონებულია ჩვენს ქვეყანას?! ჩვენი, ყველას გასაკეთებელია ეს და ამიტომ უნდა შევიკრიბოთ 24 თებერვალს “- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.