ხაბეიშვილი: პირობას ვდებ, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა რაიონში მიშას გადარჩენის ოფისები გაიხსნება

პირობას ვდებ, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა რაიონში მიშას გადარჩენის ოფისები გაიხსნება – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ხაბეიშვილი: პირობას ვდებ, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა რაიონში მიშას გადარჩენის ოფისები გაიხსნება

 

“არ ვაპირებ, ადამიანები ქალაქ-ქალაქ სასეირნოდ ჩავიყვანო. არ ვაპირებ, რომ პირველივე ბარიკადი, იქნება ასეთი წინააღმდეგობები და ხელები ჩამოვუშვა და ვთქვა, ამას ვერ გავაკეთებთ, კანონს ვერ დავარღვევთ. ხელისუფლება უკვე კანონგარეშეა, “რუსულ ოცნებას” ღია მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული რუსეთისთვის. ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და როცა ხელისუფლება ფაქტობრივად კანონგარეშეა, როცა ოლიგარქიზაციაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ივანიშვილი, მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ბარიკადი, რომელიც ჩვენ წინ იქნება არ გადავლახო”- აღნიშნა ხაბეიშვილმა.