მედიის ცნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დოკუმენტები მაიკ პენსის ადვოკატებმა ფედერალურ საგამოძიები ბიუროს გადასცეს.

მედიის ცნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს

შეგახსენებთ, რომ მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილ ოფისში, ასევე დელავერში, მისი სახლის ავტოფარეხში.

ბაიდენის ადვოკატები აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცეს.

გრიფით საიდუმლო დოკუმენტები შარშან აღმოაჩინეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეზიდენციაში.

როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის შემთხვევაში, დანიშნულია სპეციალური პროკურორი, რომლებიც პრეზიდენტების მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევას შეისწავლიან.