პაატა დავითაია – სოჭი -ბათუმის მარშრუტის აღდგენაზე საუბარიც კი დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის

ბათუმი – სოჭის მარშრუტის აღდგენის და ბათუმთან შესაძლო ოპერირების ინტერესის შესახებ სოჭის საზღვაო პორტის ადმინისტრაციის განცხადება, არის მორიგი პროვოკაცია, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაია -  სოჭი -ბათუმის  მარშრუტის აღდგენაზე საუბარიც კი  დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის

მისი თქმით, თუ სოჭის პორტმა დარღვევით დაიწყო ოპერირება ბათუმის მიმართულებით, ეს იქნება „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დარღვევა,

დავითაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

„როგორც ცნობილი გახდა, სოჭის პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათი მხრიდან არსებობს დიდი ინტერესი გაიხსნას მიმოსვლა და მოხდეს მგზავრების გადაყვანა სოჭსა და ბათუმს შორის.

სოჭის პორტი აქტიურად თანამშრომლობს სეპარტისტებთან აფხაზეთში და ასევე, უზრუნველყოფს სამხედრო ტექნიკის გადაზიდვებს საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე, უკრაინაში, რითიც არღვევს როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო ნორმებს.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სოჭის პორტი არალეგალურად აწარმოებს მიმოსვლას აფხაზეთთან საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით და დარღვევით. თუ სოჭის პორტმა დაიწყო ოპერირება ბათუმის მიმართულებით, ეს იქნება კანონის „ოკუპაციის შესახებ“ დარღვევა, რაც ყოვლად მიუღებელია და კიდევ უფრო დაზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს.

ეს პორტი გარდა იმისა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს სეპარტისტებთან აფხაზეთში, ასევე უზრუნველყოფს სამხედრო ტექნიკის გადაზიდვებს საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე, უკრაინაში, რითიც არღევევს საერთაშორისო ნორმებს.

საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირება პორტის, რომელიც ჩართულია უკრაინის საწინააღმდეგო მოქმედებებში და კავშირის დამყარება ბათუმთან, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. სოჭი -ბათუმის მარშრუტის აღდგენაზე საუბარიც კი დამაზიანებელია ჩვენთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ მარშრუტის გახსნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდეს მკაცრი განცახადებები იმ გახშირებულ პროვოკაციულ გამონათქვამებზე, რაც ბოლო პერიოდში ისმის რუსეთის და მათთან დაახლოვებული სეპარტისტების მხრიდან”,- აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.