ვის ინტერესში შეიძლება იყოს საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება 

არავითარი კონსპირაცია, უბრალოდ კითხვას დავსვამ!
ვის ინტერესში შეიძლება იყოს საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება
როდესაც ამ პორტით ამერიკის მთავარ სავაჭრო – სამხედრო ოპონენტს ჩინეთს უნდა მიეღო ყველაზე დიდი სარგებელი ?
კიდევ ერთი კითხვა!
ვისი ინტერესები დაზარალდებოდა საქართველოში თუ რეგიონში ჩინეთის როგორც ეკონომიკური მოთამაშის როლი გაიზრდებოდა, რომელიც თავისთავად პოლიტიკური აქტორიც გახდებოდა ?!

ვის ინტერესში შეიძლება იყოს საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება 
ანაკლიის პორტის მშენებლობით და ჩინური ტვირთების საქართველოში გაზრდილი რაოდენობით შემოსვლის შემთხვევაში ის რეგონალურ მოთამაშედ გადაიქცეოდა და მას ბუნებრივად გაუჩნდებოდა კავკასიაში თავისი პოლიტიკური ინტერესები, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდოდა ამერიკულ ინტერესებთან!
რიტორიკულ კითხვაზე, თუ ვინ გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა პასუხი ნათელია, რომელსაც ყველა გონივრულად მოაზროვნე მიხვდება და ეს რა თქმა უნდა ჩინეთის მთავარი ოპონენტი აშშ – გახლავთ!
2013 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა წარმოადგინა სტრატეგიული კონცეფცია “დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” მშენებლობის შესახებ, რომელიც ავლენს ახალ შესაძლებლობებს ამ უძველესი სავაჭრო დერეფნის პოტენციალის შესახებ.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაშინ ჩინეთის სახით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელის გლობალურ ცენტრად გადააქცევს.
საქართველოს მზაობას ამ პროექტში მონაწილეობისთვის ადასტურებს ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშილის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 2015 წლის მარტში, სადაც ორი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის “ახალი დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი”ერთობლივი განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. თბილისი მომავალშიც აპირებს მსგავსი კონფერენციების ყოველწლიურად ჩატარებას.
“საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა უფრო მეტ დანიშნულებას შეიძენს და სწორედ
ამას ემსახურება ახალი დიდი აბრეშუმის გზის განვითარებაც.
ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები რუმინეთის მთავრობასთან. ჩვენ უკვე ვიწყებთ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც შესაძლებელს გახდის
მივიღოთ დიდი ზომის გემები,
და ეს საშუალებას მოგვცემს სრულად გამოვიყენოთ ის არსებული პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ჩინეთსა და საქართველოს შორის დაახლოების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა დელეგაცია პეკინს 2015 წლის 23 აპრილიდან 10 მაისამდე საჯარო მოხელეთა კულტურული გაცვლის სემინარის ფარგლებში ეწვია. ვიზიტი პეკინის საერთაშორისო ჩინური კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა. სემინარს აფინანსებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო. ლექციების, შეხვედრებისა და დისკუსიების გარდა, მოეწყო ვიზიტები პეკინისა და გუანჯოუს ღირსშესანიშნაობებში.
ამის შემდეგ არა ერთი ორ მხრივი ვიზიტი გაიმართა ქართულ და ჩინურ დელეგაციებს შორის.
ჩინეთიდან 100 – კაციანი ტურისტული ჯგუფი ეწვია საქართველოს, ჩინეთის მთავრობა რეგიონში ჩინური ენის პოპულარიზებისთვის ძალისხმევას არ იშურებდა და ქართულ დელეგაციას ენის შემსწავლელ უფასო კურსებსაც კი უტარებდა.
თუ 2013 – 2015 წლებში ორქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთოების ფორმირების პროცესს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩინელები ანაკლიის პორტით გაცილებით მეტად იყვნენ დაინტერესებულნი ვიდრე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დასავლეთიდან.

ირაკლი ჯანყარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი