“აჰმატის” მეთაური: დონბასის ტერიტორია ერთ თვეში ან თვენახევარში გათავისუფლებული იქნება!

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოფ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის გათავისუფლება თვენახევარში შეუძლიათ.

"აჰმატის" მეთაური: დონბასის ტერიტორია ერთ თვეში ან თვენახევარში გათავისუფლებული იქნება!

რია ნოვოსტის ცნობით, ამის შესახებ “აჰმატის” სპეცრაზმის მეთაურმა და ყოფ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის მე-2 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილემ აპტი ალაუდინოვმა განაცხადა.

”ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ მომდევნო თვენახევარში ჩვენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლებას ვიხილავთ,” – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ალაუდინოვის თქმით, რუსული ქვედანაყოფები ახლა ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.