ოლაფ შოლცი – ჩვენი მიზანი მკაფიოა, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით

გერმანია ეხმარება კიევს, რომ ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა გერმანიის პოლიტიკურ კურსზე რუსეთთან და უყრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

ოლაფ შოლცი - ჩვენი მიზანი მკაფიოა, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით

როგორც ოლაფ შოლცი აღნიშნავს, ითვალისწინებს არა მხოლოდ უყრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, ასევე გერმანიის უსაფრთხოების საკითხსაც.

„ჩვენი მიზანი მკაფიოა – რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით“, – აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანელებს სურთ მშვიდობა ევროპაში, რომ ომი მათ არ მიუახლოვდეთ.

როგორც გერმანიის კანცლერი განმარტავს, გერმანიის საგარეოპოლიტიკური კურსი სამი პრინციპისგან შედგება – უყრაინის ჰუმანირატული, ფინანსური და სამხედრო -ტექნიკური მხარდაჭერისგან; კონფლიქტის ესკალაციისა და მისი რუსეთსა და ნატო-ს შორის ომში გადაზრდის აღკვეთა; აშშ-ის ხელმძღვანელობით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ყველა ქმედებაში მჭიდრო კოორდინაცია.

როგორც კანცლერი აღნიშნავს, უყრაინაში ომის დაწყებიდან, გერმანიის ხელისუფლება მოზომილ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ყოველთვის თანხმდება საერთაშორისო დონეზე.