„ყირიმის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები მიუღებელია“ – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ყირიმის შესახებ ნათქვამის გამო გააკრიტიკა.

„ყირიმის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები მიუღებელია“ - უკრაინის საგარეო უწყება

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენება მიუღებელია.

„მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები, რომელმაც ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ამის მიუხედავად, კიევი დიდად აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ხორვატია და ხორვატი ხალხი უკრაინას უწევენ“, – აცხადებს ნიკოლენკო.

ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ყირიმი არასოდეს დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს, რადგან რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ ომში წაგებას დაიწყებს. მილანოვიჩმა ეს განცხადება მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ყირიმის ანექსია სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფას შეადარა.