1-ლი თებერვლიდან რუსეთში ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ კომპანიებს აეკრძალათ ნავთობის გაყიდვა, თუ ხელშეკრულების ტექსტი G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ ფასის ზღვარს შეიცავს.
შესაბამის დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის ბოლოს მოაწერა ხელი, G7 ქვეყნების მიერ ფასების ზღვრის შემოღების საპასუხოდ.
რუსეთის ნავთობზე მაქსიმალური ზღვრული ფასები 2022 წლის 5 დეკემბერს ამოქმედდა და ბარელი ნავთობის მაქსიმალურ ფასად 60 დოლარი განისაზღვრა. ეს ღონისძიება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მერვე პაკეტში შევიდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით აკრძალვა 2023 წლის 1 ივლისამდე იმოქმედებს.