გერმანელი ჟურნალისტი აღიარებს, რომ ბახმუტის მოსახლეობა რუსებს ეხმარება!!

ანტირუსული, გლობალისტური გაზეთის – “Die Welt”-ის ჟურნალისტი მაქს ჰერმესი, თავის ვიდეორეპორტაჟში, რომელიც გამოცემის ტელევიზიისთვის მომზადდა, პირდაპირ ამბობს, რომ ქალაქ ბახმუტში, სადაც იგი იმყოფებოდა, სამოქალაქო მოსახლეობა, სავარაუდოდ, რუსებს ეხმარება უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დაკავებული პოზიციების გამხელაში.

გერმანელი ჟურნალისტი აღიარებს, რომ ბახმუტის მოსახლეობა რუსებს ეხმარება!!

ამის შესახებ, როგორც ჟურნალისტი ამბობს, თავად უყრაინელი სამხედროები საუბრობენ.

ვიდეო, რომელზეც მოგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ასეც იყო დასათაურებული: “მრავალი სამოქალაქო პირი, როგორც ჩანს, ნამდვილად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობს [ბახმუტში]”, მაგრამ გლობალისტური, რუსოფობული და ტენდენციური გამოცემის რედაქცია, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა გაეპარა და სათაური გადააკეთეს: “დონბასის ბრძოლა – სისხლიანი ჭიდილი ბახმუტში, თითოეული მეტრისთვის”. თუმცა ვიდეოში ის ადგილები, სადაც ჟურნაალისტი მაქს ჰერმესი, როგორც ჩანს, უყრაინელი ჯარისკაცების ვარაუდს იხმობს, არ ამოუჭრიათ (ეს ადგილი რომ ამოეჭრათ, მაშინ ჯერ ვიდეო უნდა წაეშალათ “იუტუბედან” და მაყურებელს კითხვები გაუჩნდებოდა, სად გაქრა ბმული, ამიტომაც, რედაქციამ ეს ადგილი დატოვა იმ იმედით, რომ მაყურებელი ყურადღებას არ მიაქცევს მას).

აქვე გთავაზობთ “გუგლში” დარჩენილ სკრინშოტს ვიდეოდან, რომელსაც ძველი სათაური აქვს – “მრავალი სამოქალაქო პირი, როგორც ჩანს, ნამდვილად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობს”:

გერმანელი ჟურნალისტი აღიარებს, რომ ბახმუტის მოსახლეობა რუსებს ეხმარება!!

რეპორტაჟში გაჟღერებული აღიარება კი ასეთია:

“თითოეული მათგანი პოტენციური კოლაბორაციონისტია, რომელიც რუსებს უკრაინელთა პოზიციებს მიაწვდის, რითაც ისინი, უკრაინელი სამხედროებისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ” (3 წთ. 15 წმ.-იდან) – ამბობს ჟურნალისტი და ქუჩაში მოსიარულე სამოქალაქო პირებზე მიუთითებს.

ასეთი სამარცხვინოები არიან არა მხოლოდ გერმანელი, არამედ მთლიანად ჩვენი “ევროკავშირელი” ცენზორები, თავიანთი ამერიკელი პატრონებიანად. როდესაც გაირკვა, რომ ბახმუტის, იმავე არტიომოვსკის მოსახლეობა, ფაქტობრივად, რუსების მოსვლას ელის განმათავისუფლებლის რანგში (აბა ისე რატომ მიაწვდიან რუსებს უკრების კოორდინატებს?), მათ მაშინვე მიაფუჩეჩეს ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი.

თუმცა სიმართლე არ დაიმალება, სურთ ეს ბრიუსელ-ვაშინგტონის ცენზორებს, თუ არა. გერმანელი ჟურნალისტის აღიარება კი, მართლაც ფასეულია.

 

გ. რ.