რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის და გერმანიის მიერ უყრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს

აშშ-ის და გერმანიის მიერ უყრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის და გერმანიის მიერ უყრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს

ერდოღანის თქმით, მშვიდობის მისაღწევად ანკარა ევროპისგან და მსოფლიოსგან დახმარებას ელოდება.

„ჩვენ გვაქვს შეხვედრები ორივე ლიდერთან. არც ერთი ევროპული ქვეყანა არ ყოფილა ჩვენზე გაბედული ინიციატივაში. ჩვენ გავხდით მარცვლეულის დერეფნის, პატიმრების გაცვლისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაწყვეტის ნაწილი. ჩვენ ველით მხარდაჭერას ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება. არის თუ არა გამოსავალი აშშ-სა და გერმანიის მიერ ტანკების გაგზავნა? ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გამოსავალი. ეს სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.