უყრაინა გარანტიას აძლევს პარტნიორებს, რომ მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უყრაინის მთავრობისა და ევროკომისიის ერთიან სხდომაზე განაცხადა.
“ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება – ეს თქვენი წარმატებაც არის. ჩვენ ველით, რომ ეს წელი ახალი შესაძლებლობებს მოგვიტანს… რომ გავიმარჯვოთ, სტრატეგიული ინიციატივა უნდა მოვიპოვოთ”, – თქვა რეზნიკოვმა.
მან პარტნიორებს ანტისარაკეტო თავდაცვის აღმართვაში რაც შეიძლება სწრაფად დახმარებისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში რეზნიკოვმა აქცენტი გააკეთა უკრაინის სურვილზე მოიპოვოს Patriot და SAMP/T სისტემები ახალი IRIS-T და NASAMS სისტემებთან ერთად.
“300 კმ მანძილიდან დარტყმის საშუალება რომ გვქონდეს, რუსული არმია ვერ შეძლებდა დაცვის უზრუნველყოფას და იძულებული იქნებოდა წაეგო. უკრაინას მზად არის ნებისმიერი გარანტიების მისაცემად, რომ თქვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ჩვენ საკმარისი სამიზნეები გვაქვს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მზად ვართ პარტნიორებთან ჩვენი სამიზნეების კოორდინაცია მოვახდინოთ”, – თქვა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე უყრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანმანქანების გადაცემის გადაწყვეტილებისთვის.
მისი თქმით, ამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დაჯავშნილი მუშტის შესაქმნელად, რომელიც რუსების დაცვას გაარღვევს.